„ჰაკურაკუტენ იამა“ - ლოცვა აკადემიური წარმატებისთვის

„ჰაკურაკუტენ იამას“ ტივტივი წარმოადგენს წარსული სცენის განსახიერებას, სადაც თანის დინასტიის პოეტი ჰაკურაკუტენი დგას ბერ დორინის წინაშე და ეკითხება, „რა არის ბუდისტური სწავლების მნიშვნელობა?“. ამ დროს დორინი ძველი ფიჭვის ხეზე ზის და მარტივად პასუხობს, „აკეთო სიკეთე და არა ბოროტება.“ ამაზე კი ჰაკურაკუტენმა მიუგო, „მაგრამ ეს პატარა ბავშვმაც კი იცის!“ დიახ უპასუხა ბერმა, „თუმცა 80 წლის ასაკში მყოფ მოხუცსაც არ მიაჩნია ეს ადვილად.“ ამის გაგონებაზე ჰაკურაკუტენი ბერის მიმართ თაყვანისცემის გრძნობით აღივსო. ჰაკურაკუტენი ცნობისმოყვარე ინდივიდუალი იყო, რომელმაც, როგორც ამბობენ, მიაღწია გასხივოსნებას ცოდნისკენ მიმავალ გზაზე. ამის გამო ამბობენ რომ იგი წარმოადგენს წარმატების მომტანს აკადემიურ სფეროში.

„გიონ მაცური“ მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი

ტრადიცია, რომელიც უკვე 1100 წელზე მეტს ითვლის, „გიონ მაცური“ – გიონის ფესტივალი, მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივია. იმართება ივლისის შუა რიცხვებში, ყოველ წელს, მე-9 საუკუნიდან მოყოლებული. ეს ღონისძიება წარმოადგენს შინტოს კამის სუსანო-ნო-მიკოტოს – „იასაკას“ ტაძრის და მისი შემოგარენის მცველი ღვთაების მიმართ მიძღვნილ პროცესიას. ფესტივალის განმავლობაში სუსანოს და მისი ოჯახის წევრების სულები გადასვენებულია სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ აკლდამაზე, რომლებსაც ეწოდება „მიკოში.“ მათი საშუალებით გადაადგილებენ სულებს მეზობელ მხარეებში და ის ადგილები გადადის სუსანო პროტექტორატში. პროცესიის ბოლოს აკლდამებს იასაკას ტაძარში აბრუნებენ.
ამ პროცესიის გარდა „გიონ მაცური“ მოიცავს „იამაბოკოს“ ტივტივის აღლუმს. ეს პროცესიას წინასგან განსხვავებით იმართება კიტოს ერთ-ერთი უბნის ბიზნესმენის მიერ. 1-ლ ივლისს იწყება ფესტივალი, რომელიც ცნობილია, როგორც „კიპუირი.“ 17 ივლისს იწყება სულების მისასალმებელი აღლუმი – „საკი მაცური“ ხოლო 24 ივლისიდან კი სულების გასაცილებლად მიძღვნილი დღესასწაული „ატო მაცური.“
პატარა ფესტივალი სახელად „იოიამა“ იმართება 14-16 და 21-23 ივლისს. ტრადიციული იაპონური წარმოდგენა, როგორიცაა: სიმღერა, ცეკვა, თეატრი და ა.შ. ივლისის ბოლოს ფესტივალი „ნაცუშინო მაცური“ იმართება იასაკას ტაძარში „გიონ მაცურის“ დასრულების ნიშნად.

რელიგიური ცერემონია ეპიდემიის განსადევნად

    869 წელს, როდესაც კიოტოში ეპიდემია გავრცელდა, საიმპერატორო სასამართლოს თავმჯდომარეს სჯეროდა, რომ ეს ღმერთების რისხვის გამო ხდებოდა. მათ დასამშვიდებლად, სასამართლომ გადაწყვიტა გაემართა ცერემონია ბუდისტური ტაძრის, სახელად „შინსენენ,“-ის მახლობლად მდებარე ტბასთან. ქალაქში მცხოვრებ მამაკაცებს უნდა გადაეტანათ 3 აკლდამა- „მიკოში“ იასაკას ტაძრიდან შინსენენის მიმართულებით. ასევე ნაბრძანები იყო 66  შუბი აღემართათ ტაძრის მიწაზე, ყოველი შუბი წარმოადგენდა იმ დროინდელი იაპონიის 66 პროვინციას. ამბობენ, რომ ეს ცერემონია გახდა დღევანდელი „გიონ მაცურის“ დასაწყისი.
    წარსულში იყო შემთხვევები, როდესაც „გიონ მაცური“ არ ჩატარდა. ონინის ომის გამო 1467-1477 წწ, მეირეკის დიდი ხანძრის დროს 1657 და მე-2 მსოფლიო ომის დროს 1939-1945 წლებში. 1947 წლიდან აღდგა „გიონ მაცურის“ დღესასწაული, თუმცა მცირე მასშტაბებით. 1952 წელს კი დაუბრუნდა იმ ძველ სახეს, რომელიც ომამდე ჰქონდა ღონისძიებას. თუმცა თავი იჩინა პრობლემებმა 1955 წელს, როდესაც ფესტივალის გამო გზა გადაიკეტა შეიქმნა საცობები ტრანსპორტის გადაადგილებაში. ამის გამო ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება „ატო მაცური“ გაუქმდა და ის მხოლოდ 2014 წელს აღდგა.

„იამაბოკო“-მოტივტივე აღლუმი-ხელოვნების მობილური მუზეუმი

„იამაბოკო“-ს ტივტივი, პროცესია, რომელიც ტარდება „გიონ მაცურის“ დროს შეიძლება დავყოთ 3 ნაწილად. 1-ლი „ჰოკო“-შუბი, მე-2 „კასაბოკო“-ქოლგები და მე-3 „იამა“ მთის ტივტივი. ჰოკოს ტივტივს ახლავს შეძახილი „შინგი“-დან,  რაც წარმოადგენდა ჭირის მომტანი სულებისგან თავდასაცავ სახლს. ის დგას ეტლზე, რომელსაც „იაკატა“ ეწოდება. ამ ეტლს გააჩნია ბორბლები, ამიტომ ჰოკოს ტივტივში მოისაზრება ამ ეტლის გაგორება. კასაბოკოს ტივტივის დროს მოაქვთ ქოლგები, რომლებზეც ან ყვავილებია დამაგრებული ან დეკორაციული ფიჭვის ხეები. იამას ტივტივი შეიძლება დავყოთ ორ ქვე-კატეგორიად, „ჰიკიამა“ და „კაკიამა.“ ჰიკიამას ტივტივი ჰოკოს ტივტივის იდენტურია, მხოლოდ მცირე სხვაობით, შინგის ნაცვლად მოთავსებულია ფიჭვის ხე, რომელიც განასახიერებს ღვთაებას. კაკიამას ტივტივი წარმაოდგენს იაპონური მითოლოგიის სცენებს, ლეგენდებს.ჰაკურაკუტენ იამას ტივტივიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
იამაბოკოს ტივტივის პროცესია მორთულია ძვირადღირებული ქსოვილით. ედოს პერიოდში იაპონელები იძენდნენ სხვადასხვა ძვირადღირებულ საქონელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, იამაბოკოს მოსართავად. ამან ჩაუყარა საფუძველი „მობილური ხელოვნების მუზეუმს“, სახელს, რომლითაც „გიონ მაცური“ ამაყობს. მაგალითისთვის, გობელენი, რომლითაც მორთულია ჰაკურაკუტენ იამა, შეძენილია ბელგიაში. გობელენზე გამოსახულია ტროას დაცემის სცენა ჰომეროსის „ილიადა“-დან. ასევე პროცესიას ამშვენებს საფრანგეთში შეძენილი გობელენი.

„ჩიმაკი“

    „ჩიმაკი“ არის ორნამენტი, რომელიც ბამბუკის ხის ფოთლებისგან მზადდება და გამოიყენება ეპიდემიისა და ჭირის წინააღმდეგ. იგი დაკავშირებულია ბუდისტური სწავლებების დისკუსიასთან, რომელიც წარიმართა პოეტ ჰაკურაკუტენსა და ბერ სოურინს შორის. სწორედ ამიტომ ჩიმაკი არის ორნამენტი, რომელიც მიჩნეულია თილისმად და მოაქვს იღბალი აკადემიური სწავლებებისას.

About Our Organization

Hakurakuten Yama Hozonkai

528 Hakurakuten-cho, Bukkoji Agaru, Muromachi-dori, Shimogyo-ku, Kyoto, 600-8422, JAPAN

Phone: +81-75-341-3111

Facsimile: +81-75-341-3112

https://hakurakutenyama.jp/